აშშ სენატის საბანკო კომიტეტის წევრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას უჭერენ მხარს. განცხადებები მაიკ ქრეიფომ და შეროდ ბრაუნმა კომიტეტის სხდომაზე გააკეთეს. სენატორები აცხადებენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. რესპუბლიკელი სენატორის, მაიკ ქრეიფოს თქმით, სანქციების შემსუბუქებამ შესაძლოა რუსეთს მორიგი აგრესიული ქმედებისკენ უბიძგოს.