თურქეთი რეალობას საერთოდ მოსწყდა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„როტერდამი ერაზმის ქალაქია. ის ნაცისტებმა მთლიანად გააბადგურეს. ამ ქალაქის მერი დღეს ეთნიკური მაროკოელია. თუ ვინმე როტერდამს ფაშიზმთან აიგივებს, ის რეალობასაა მოწყვეტილი,“-აღნიშნა ტუსკმა.
ანკარასა და ამსტერდამს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქ მაღალჩინოსნებს როტერდამში სააგიტაციო მიტინგი არ ჩაატარებინეს. ამის გამო პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიდერლანდების ხელისუფლება ნაცისტურ ქმედებებში დაადანაშაულა.