ტერორისტული აქტების სერია სირიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დამასკოს სასამართლოს შენობაში აიფეთქა. ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 31-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მოგვიანებით კიდევ ერთი, ძლიერი აფეთქების ხმა არ-რაბვას რაიონში გაისმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწობილობა რესტორანში აამოქმედა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.