მასშტაბური ტერორისტული აქტი სირიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დამასკოს სასამართლოში აიფეთქა. ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.