უკრაინა დონბასთან სატვირთო მიმოსვლას წყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო. განკარგულება ძალაში მანამდე დარჩება, სანამ მინსკის შეღანხმების პირველი და მეორე პუნქტები არ შესრულდება. აღნიშნული პუნქტები ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის იურისდიქციაში დონბასში არსებული საწარმოების დაბრუნებას გულისხმობს.