ბენ აფლეკი ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების კურსს გადიოდა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. „მინდა ამ სენისგან საბოლოოდ გავთავისუფლდე, ვიყო საუკეთესო მეუღლე და მამა. მინდა მადლობა გამოვუცხადო ჩემს მეუღლეს, ოჯახსა და ნათესავებს, რომლებიც ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში მეხმარებოდნენ,“-აცხადებს მსახიობი. 44 წლის ბენ აფლეკი ოსკარის ორგზის ლაურეატია.