მასშტაბური საპროტესტო აქცია საფრანგეთში. პარიზის ქუჩებში ათასობით მეხანძრე შეიკრიბა. მათ ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. აქცია ადგილობრივი პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მეხანძრეების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი პერმამენტული გაფიცვებითა და აქციებით იმუქრებიან.