სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. პან კინ ხე სასამართლოში 21 მარტს დაიბარეს. ექსპრეზიდენტს ბრალი კორუფციულ გარიგებებში ედება, რისთვისაც მას პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა, გასულ კვირას კი პარლამენტის გადაწყვეტილებას მხარი საკონსტიტუციო სასამართლომაც დაუჭირა.