ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 150 სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად 28 პარტია იბრძვის, თუმცა წინასწარი გამოკითხვებით, გამარჯვების რეალური შანსი მხოლოდ ორ პარტიას აქვს. ძირითად კონკურენტებად პრემიერ რიუტეს მემარჯვენე ლიბერალური პარტია და „თავისუფლების პარტია“ სახელდებიან. „თავისუფლების პარტია“ იმიგრაციისა და ისლამიზაციის წინააღმდეგ გამოდის.