განგაში პოლონეთში. ვარშავაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აფეთქების შემდეგ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, განგაშის მიზეზი შენობიდან რამდენიმე მეტრში მიწიქვეშა პარკინგის შესასვლელთან მომხდარი აფეთქება გახდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარკინგთან ავტომობილი აფეთქდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანქანის მძღოლსა და მის თანმხლებ პირს გაზის ბალონები გადაჰქონდათ. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.