MSNBC დონალდ ტრამპის შემოსავლებისა და გადასახადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ტრამპის 2005 წლის საგადასახადო დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა დევიდ ქეი ჯონსტონმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ფოსტით მიიღო. ჟურნალისტი წყაროს ვინაობას არ ასახელებს. მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრამპის გადასახადებმა 2005 წელს 38 მილიონი შეადგენა, შემოსავალი კი 150 მილიონი დოლარით განისაზღვრა.