უკრაინელი ნაციონალისტების აქციას კიევის ცენტრში არეულობა მოჰყვა. აქტივისტები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონბასთან სავაჭრო ბლოკადას ითხოვდნენ. დემონსტრანტებმა „ალფა ბანკის“ ოფისს ქვები დაუშინეს, მოგვიანებით კი ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის ოფისში შეჭრა სცადეს. ვითარების განმუხტვა სპეცრაზმმა სცადა. ბიზნესმენის ოფისთან მისასვლელი გზა სამხედროებმა გადაკეტეს.