ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. განცხადებას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აკეთებს. ნატოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში განაგრძობს.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“ - აღნიშნულია აპატურაის განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს გაიმართა.