ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, სომალელმა მეკობრეებმა გემი გაიტაცეს. სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, შრი-ლანკის დროშის ქვეშ მცურავი გემი მეკობრეებმა სომალის ტერიტორიულ წყლებში დაატყვევეს. ე.წ. აფრიკის რქის არეალში სომალელ მეკობრეთა აქტივობის გამო მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გემის გატაცების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.