დონალდ ტრამპმა დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ტერორისტთა უპილოტო თვითმფრინავებით განადგურების უფლება მისცა. ამის შესახებ გამოცემა „ვალ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება. ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დრონების გამოყენების უფლება სპეცსამსახურებს მხოლოდ ტერორისტთა თვალთვალისთვის ჰქონდათ. მათზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ კი ტერორისტთა გასანადგურებლად სამხედრო დრონები იგზავნებოდა. „ვალ სტრიტ ჯორნალის“ მტკიცებით, დაზვერვის სამსახურმა ახალი უფლებამოსილებით უკვე ისარგებლა და სირიაში ალ-ქაიდას ქსელი უპილოტო აპარატებით გაანადგურა.