თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს ტერორისტთა მფარველობაში ადანაშაულებს. რეჯეფ თაიფ ერდორანის თქმით, ანკარამ ბერლინს 4 ათას 500-მდე ტერორისტის დოსიე გაუგზავნა, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე იმყოფებიან, თუმცა გერმანულ მხარეს რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. „საინტერესოა, რატომ სურს ქალბატონ მერკელს, საკუთარ ქვეყანაში ტერორისტები ჰყავდეს და რატომ არაფერს აკეთებს მათ დასაკავებლად,“-აღნიშნა ერდოღანმა. მერკელმა ერდოღანის განცხადებას აბსურდული უწოდა.