2018 წლისთვის 14 მილიონი ამერიკელი სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩება. ეს იმ შეთხვევაში მოხდება, თუ რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული ჯანდაცვის ახალი კანონპროექტი ამუშავდება. კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის ცნობით, 2026 წლისთვის დაზღვევის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა 52 მილიონს მიაღწევს. სამაგიეროდ, ჯანდაცვის სფეროში რეფორმის შედეგად 2026 წლისთვის შეერთებული შტატების ფედერალურ იბიუჯეტის დეფიციტი 337 მილიარდი დოლარით შემცირდება.