ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრემიერ მეის ე.წ. ბრექსიტის პროცედურის დაწყების უფლებას აძლევს. ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ლოდრთა პალატის მიერ შეტანილი შესწორებები გააუქმა, რომელიც ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშრის მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტიას ითხოვდა. თემთა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ კანონპროექტში შესწორების შეტანაზე უარი ლოდრებმაც თქვეს და დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას დაუჭირეს მხარი.