თურქეთსა და ჰოლანდიას შორის კონფლიქტი მწვავდება. ოფიციალურმა ანკარამ ჰოლანდიის ელჩს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ოფიციალური განცხადება თურქეთის ვიცეპრემიერმა ჰუმან ქურთულმუშიმ გააკეთა. მისივე თქმით, გაუქმდა ყველა მაღალი დონის შეხვედრა ჰოლანდიის წარმომადგენლებთან. ჰოლანდია-თურქეთს შორის აღარ შესრულდება არცერთი დიპლომატიური რეისი.