ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ახლა უკვე პარლამენტარად აირჩიეს. ამის შესახებ „Апсныпресс“ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს.
ალექსანდრ ანქვაბი ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას 2011 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა. შემდეგ მის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების გამო, იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
12 მარტს ჩატარებულ არჩევნებზე, ალექსანდრ ანქვაბმა გუდაუთის რაიონში ამომრჩეველთა ხმების 52%-ზე მეტი მოიპოვა. ე.წ. არჩევნებზე მთლიანობაში 35 დეპუტატი უნდა აირჩეს, თუმცა პირველ ტურში მხოლოდ 12-მა კანდიდატმა გადალახა ბარიერი, დანარჩენ ოლქებში მეორე ტური გაიმართება.