თურქეთის პრეზიდენტმა ნიდერლანდების ფაშიზმში დადანაშაულება უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა. „ნიდერლანდები ნაციონალ-სოციალისტურმა რეჟიმმა ყველაზე მეტად დააზარალა. ამიტომ, ქვეყნის დადანაშაულება ნაციზმში ყოვლად უადგილო და მიუღებელია,“-აღნიშნა ზაიბერტმა.