არნოლდ შვარცენეგერს პოლიტიკაში დაბრუნება არ სურს. ამის შესახებ კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა. მანამდე ექსგუბერნატორის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვარცენეგერმა შესაძლოა სენატის არჩევნებში კენჭი იყაროს. არნოლდ შვარცენეგერი ტრამპის პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდეგეა. განსაკუთრებულად მწვავედ ის პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს.