თურქ მაღალჩინოსნებს საფრანგეთის ტერიტორიაზე სააგიტაციო მიტინგების ჩატარება უნდა აეკრძალოთ. ამ ინიციატივით საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი გამოვიდა. პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის თქმით, თურქული საარჩევნო კამპანიის ჩატარების ადგილი საფრანგეთში არ არის. მანამდე ანალოგიური განცხადება კიდევ ერთმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა გააკეთა.