სირიის კრიზისის პროვოცირებაში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დასავლეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. სირიის ლიდერის თქმით, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მცდარმა პოლიტიკამ რეგიონში ტერორიზმის გავრცელებას შეუწყო ხელი, რასაც ვითარების დესტაბილიზაცია და დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა.