სომალის დედაქალაქში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტი მოგადიშუს ხალხმრავალ რაიონში ერთ-ერთ სასტუმროსთან განხორციელდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობა-ნაგებობები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.