უამინდობა ახალ ზელანდიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ოქლენდის რაიონს მიაყენა, საიდანაც მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.