დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუშეთში იმყოფებოდა. დუშეთში ყოფნის დროს მიხეილი სააკაშვილი სოფელ მჭადიჯვარში გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას დაესწრო.
აღნიშნული გზის მონაკვეთი წლების განმავლოაბში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება განსაკუთრებით ზამთარში უჭირდა.
პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ახსენა. სააკაშვილის განცხადებით, "შევადრნაძემ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ კინაღამ შალვა ნათელაშვილი მოაჯდა ქვეყანას და გახდა ქვეყნის პრეზიდენტი".
"ეს გზა შალვასაც ეკუთვნის, შალიკოს შვილებსაც ეკუთვნით და ყველას გვეკუთვნის, რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ გაიხაროს. თუ შალვა მიიჩნევს, რომ ეს მან გააკეთა, მან გააკეთა. მთავარია, გაკეთდა~, - განაცხადა პრეზიდენტმა.