მაკონტროლებლები ბაზრებში სარეალიზაციოდ გამოტანილი თევზის ხარისხით დაინტერსდნენ. აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბათუმში დღეს რეიდი მოაწყო და შეამოწმა ე.წ. ბონის ბაზარი, თევზის ბაზარი და რამდენიმე ბარი და ის ადგილები, სადაც შებოლილ თევზს ღია ცის ქვეშ ყიდიან.
სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლებმა თითქმის ყველა სარეალიზაციო წერტილიდან თევზის სინჯები აიღეს, რომელსაც ლაბორატორიულ შემოწმებას ჩაუტარებენ და 72 საათში საბოლოო დასკვნას დადებენ. თუ აღმოჩნდება, რომ სარეალიზაციოდ გამოტანილი თევზი სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, უვარგის პროდუქციას სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღებენ.