ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, საქართველოს სახალხო არტისტი დოდო ჭიჭინაძე 84 წლის ასაკში, დღეს გამთენიისას გარდაიცვალა,
გამოჩენილ მსახიობს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ეს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამება იყო.
მას ბუნებრიობა და არამიწიერი სილამაზე ახასიათებდა. დოდო ჭიჭინაძეს კინოსა და თეატრში განსახიერებული აქვს მრავალი საინტერესო როლი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი კინოროლები ფილმებიდან "ბაშიაჩუკი", "დავით გურამიშვილი", "ჭრიჭინა" და სხვა.