აშშ ფედერალურმა სასამართლომ ინდიელთა ორი ტომის სარჩელი ჩრდილოეთ დაკოტაში ნავთობსადენის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ პროექტი მათ წყალსაცავთან რელიგიური რიტუალების ჩატარებაში შეუშლიდა ხელს. ე.წ. წმინდა მიწებზე ნავთობსადენის მშენებლობას ინდიელები ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში აპროტესტებდნენ. ობამამ მათი მოთხოვნით მშენებლობა შეაჩერა. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ნავთობსადენის მშენებლობა განაახლა.