ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკლ ფლინი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი სავარაუდოდ რუსეთის ელჩთან შეხვედრა გახდა, რომელზეც ფლინმა და კისლიაკოვმა რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე მსჯელეს. მაშინ ფლინი ჯერ კიდევ კერძო პირი იყო. კისლიაკოვთან შეხვედრით კი მან ე.წ. ლოგანის აქტი დაარღვია.