ამერიკული ჟურნალი პლეიბოი შიშველი მოდელების ფოტოებს ისევ დაბეჭდავს. ამის შესახებ გამოცემის კრეატიულმა დირექტორმა კუპერ ჰეფრენმა განაცხადა. მისივე თქმით, შიშველი მოდელების დაბეჭდვის პრაქტიკაზე უარის თქმა შეცდომა იყო.
„ჩვენ სტილს მალე დავიბრუნებთ და ისეთი გავხდებით, როგორიც ადრე ვიყავით,“-წერს ჰეფრენი ტვიტერის გვერდზე.
შიშველი ლამაზმანების დაბეჭდვაზე პლეიბოის ხელმძღვანელობამ უარი გასულ წელს თქვა.