ფოტოგრაფი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის სცენა გადაიღო, დააჯილდოვეს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იტყობინება. ბურჰან იზბილიჩი World Press Photoის კონკურსის პრიზიორი გახდა. რუსი დიპლომატი ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში გამოფენაზე მოკლეს. თავდამსხმელმა მას ზურგიდან ესროლა.