აშშ-ი კაშხალში ხვრელი წარმოიქმნა. უცხოუდი მედია წერს, რომ კალიფორნიის შტატის, ოროველას კაშხალში წარმოქმნილი ხვრელის გამო, ევაკუირებულ იქნა ათასობით ადამიანი.
უკანასკნელ დღეებში, ხშირმა წვიმებმა კაშხალის წყლის ადიდება გამოიწვია. მაშინ როცა სპეციალისტებმა, წყლის დონის შემცირების მიზნით მოინდომეს წყალსადენის სახურავის გახსნა, შეამჩნიეს ხვრელი, რომლის მასშტაბის ზრდისა და წყალდიდობის რისკის შესაძლებლობის გამო, 16 ათას კაციან ოროველას დაბა-დასახლების მოსახლეობას რეგიონის დატოვებსკენ მოუწოდეს.
ევაკუაციის გადაწყვეტილების შემდეგ, მოსახლეობამ, თავიანთი მანქანებით დაიწყო რეგიონის მიტოვება. გზებზე, დიდი რიგები წარმოიქმნა. სპეციალისტებმა მოსახლეობას გააცნეს, რომ კაშხალის ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ ცდილობენ, წყალსადენში წარმოქმნილი და საშიშროების გამომწვევი ხარვეზის, შეკეთებას.
ლოს ანჯელესის გაზეთ ტაიმსის ცნობით, პრობლემის მოგვარებას დასჭირდება 100-დან 200 მილიონ დოლარამდე თანხა.
კალიფორნიის საგუბერნატორო, 1968 წელში გაშენებული ოროველას კაშხალის ტბიდან, წყლით უზრუნველყოფს სავარგულებს და რეგიონის მოსახლეობას. კაშხალის წყლის დონე, გადაჭარბებული ნალექის შემდეგ, პირველად ადიდდა ამ სახით.