სირიის ქალაქ ალ-ბაბზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლა დასასრულს უახლოვდება. ქალაქის ცენტრი სირიის გამათავისუფლებელი არმიის წევრებმა თურქეთის ავიაციის დახმარებით უკვე დაიკავეს. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ალ-ბაბი მხოლოდ შუალედური რგოლია, შემდეგი სამიზნე კი ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად წოდებული რაქაა. თურქებმა სირიაში მასშტანბური სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი“ გასულ წელს დაიწყეს.