რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ პალმირას განადგურებული ისტორიული ძეგლების ამსახველი მასალა გაავრცელა. კადრები სირიის ისტორიულ ქალაქში 5 თებერვალსაა გადაღებული. პალმირას ისლამური სახელმწიფო უკვე 3 წელია, აკონტროლებს. ამ დროის განმავლობაში იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლები ისლამისტებმა მიწასთან გაასწორეს.