ლოს ანჟელესში გრემის დაჯილდოვების 59-ე ცერემონია გაიმართა. ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის ბიონსეს ერგო. წლის საუკეთესო მუსიკალურ კომპოზიციად „ჰელოუ“ დასახელდა. გრემი საუკეთესო ალბომისთვის მომღერალ ადელს გადაეცა. საუკეთესო როკ შემსრულებლად კი დევიდ ბოუი დასახელდა. 80-ზე მეტ ნომინაციაში გრემს მომღერლებისა და კომპოზიტორების გარდა, პროდიუსერებს, ხმის რეჟისორებს, ტექნიკოსებსა და მუსიკალური პროფესიის სხვა წარმომადგენლებსაც გადასცემენ. გრემის დაჯილდოვების პირველი ცერემონია 1959 წლის 4 მაისს გაიმართა.