ტრამპის რეიტინგი ეცემა. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად გელაპის ინსტიტუტმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, თეთრი სახლის ლიდერის მოღვაწეობით რესპოდენტთა 40 პროცენტია კმაყოფილი. ტრამპის პრეზიდენტობის წინააღმდეგი გამოკითხულთა 55 პროცენტია. 5 პროცენტს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.