თურქმენეთის მოქმედ პრეზიდენტს სარეკორდო მხარდაჭერა აქვს. გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ამომრჩეველთა 98-მა პროცენტმა მისცა. არჩევნებზე ელექტორატის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა 97 პროცენტი მივიდა.