ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ფაქტი აღიარა. ფხენიანის განცხადებით, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. რაკეტის გამოცდას თვალს პირადად კიმ ჩენ ინი ადევნებდა. ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის ცნობით, რაკეტა მოკლე დისტანციაზე გაუშვეს, რითაც მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება არ დარღვეულა.