ძლიერი ხანძარი ავსტრალიაში. ცეცხლი გამთენიისას ახალი სამხრეთ უელსის რაიონში ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძარმა ათამდე ჰექტარი ფართობი გაანადგურა. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი სარეკორდო სიცხე გახდა. ჰაერის ტემპერატურამ ავსტრალიაში 45 გრადუსს გადააჭარბა.