მოსკოვმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგი უკვე დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი გაგრძელდება და კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. ლავროვის თქმით, უახლოეს ხანებში ის ამერიკელ კოლეგა რექს ტილერსონთან შეხვედრასაც გეგმავს.