ნიცაში ტრადიციული ყოველწლიური კარნავალი დაიწყო. სადღესასწაულო მსვლელობები ფრანგულ რივიერაზე მთელი ღამე გაგრძელდა. 14 ივლისის ტერაქტის შემდეგ ქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, თუმცა პოლიციელების სიმრავლეს საყოველთაო მხიარულებისთვის ხელი არ შეუშლია. ნიცის კარნავალი ტრადიციას 1294 წლიდან იღებს, როდესაც ანჟუს ჰერცოგი ქალაქში დასასვენებლად რამდენიმე დღით ჩავიდა. ნიცელებმა მას გრანდიოზული დღესასწაული მოუწყვეს. სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქში ორ კვირას გრძელდება.