უამინდობა ბოლივიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ ყველაზე მეტად სანტა კრიზის რეგიონი დააზარალა. წყალდიდობამ, ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანი იმსხვერპლა. ამდენივე დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად პარალიზებულია საავტომობილო და სატრანსპორტო მოძრაობა.