თურქეთი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არ ცნობს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისივე თქმით, ანკარა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და პოზიციის შეცვლას ამ საკითხთან დაკავშირებით არ აპირებს. თურქეთის პირველი დიპლომატის განმარტებით, თურქეთი ვალდებულია ყირიმელი თათრების უფლებები დაიცვას, მიუხედავად იმისა, თუ რა სტატუსი ექნებათ მათ.