თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სადი გიუვენმა განაცხადა. ინიციატივა საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაზრდის შესახებ თურქეთის მმართველ პარტიას ეკუთვნის. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს.