ავსტრალიაში გაუსაძლისი სიცხეა. ჰაერის ტემპერატურამ სიდნეიში 48 გრადუსს მიაღწია, რაც წლის ამ სეზონისთვის სარეკორდო მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. ძლიერი სიცხის გამო ხანძრის გაჩენის საფრთხე გაიზარდა, რის გამოც სახანძრო სამაშველო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადავიდა. ადგილობრივ მოსახლეობას შუადღის პერიოდში შენობებში დარჩენას ურჩევენ. საღამოს საათებში კი სიდნეის პლაჟებზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა იგრძნობა.