ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე არ შეწყვეტილა. არ არის გამორიცხული, ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდეს. ყველაზე მეტად სტიქიამ სურიგაოს რეგიონი დააზარალა, სადაც ასობით საცხოვრებელი სახლია დანგრეული. დაშავებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.