რუსეთმა ედუარდ სნოუდენი შესაძლოა შეერთებულ შტატებს გადასცეს. ამის შესახებ ტელეკომპანია ენბისი იტყობინება. ამ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა სნოუდენის ადვოკატი. ბენ უიზნერმა განაცხადა, რომ შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მან არაფერი იცის. დაზვერვის ყოფილ აგენტს, ედვარდ სნოუდენს ბრალად საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროება ედება, რისთვისაც მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის. ამჟამად ის თავს რუსეთს აფარებს.