მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ბაღდადი გახდა. დანაღმული მანქანა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში აფეთქდა. ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.